English version Russian version Armenian version Azerbaijan version Georgian version Kazakh version Turkish version Turkmenian version Ukrainian version
ხორც-პროდუქტების ამერიკული ინდუსტრია

სოფლის მეურნეობა შეერთებული შტატების ნაციონალური წარმოების უმსხვილეს დარგს წარმოადგენს, რომელიც შეადგენს მთლიანი ეროვნული პროდუქციის სამ პროცენტზე მეტს. სოფლის მეურნეობაში დაკავებულია აშშ-ს მუშახელის დაახლოებით 17%. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ყოველი მეექვსე სამუშაო ადგილი, რომელიც გარკვეულწილად დაკავშირებულია ფერმერულ საქმიანობასთან. მთელი სოფლის მეურნეობის პროდუქციის 22% (რომელიც შეადგენს 37 მილიარდ დოლარს) მოდის ექსპორტზე; აქედან 2,6 მილიარდი დოლარი შეადგენს საექსპორტო მსხვილფეხა საქონლის, ღორისა და ცხვრის ხორცის და მათი სუბპროდუქტების ღირებულებას.

შეერთებული შტატების კვების მრეწველობა ყოველწლიურად აწარმოებს 427 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციას. მასში დასაქმებულია 12 მილიონი მუშახელი. მწარმოებლის ტექნოლოგიური სრულყოფა და წარმოების პროცესის მაღალეფექტურობა ამერიკელ ფერმერებს საშუალებას აძლევს აწარმოონ იაფი საქონელი და დააკმაყოფილონ მომხმარებლები არა მარტო თავის ქვეყანაში, არამედ, გარკვეულწილად, მთელ ქვეყანაში. საშუალო დონის ამერიკელი ფერმერის ნაწარმი საკმარისია 128 ადამიანის გამოსაკვებად. სწორედ ფერმერული წარმოების მაღალი ეფექტურობა და დაბალი თვითღირებულება აძლევს საშუალებას შეერთებული შტატების ხორც-პროდუქტების ინდუსტრიას მთელი პლანეტა მოამარაგოს საქონლის, ღორისა და ცხვრის ხორცით.

ქათმის ხორცის წარმოება

ყველა შესაძლო ხორც-პროდუქტებიდან ქათმის ხორცი ყველაზე პოპულარულია. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ქათმის ხორცი მდიდარია პროტეინებით, А და Е ვიტამინებით და საკმაოდ დაბალკალორიულია. ამასთან, მასში ნაკლები რაოდენობითაა ცხიმი და ქოლესტერინი, ვიდრე დანარჩენ ხორც-პროდუქტებში. შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად აწარმოებენ 14 მილიონ ტონაზე მეტ ფრინველის ხორცს (ქათამი, ინდაური, იხვი), დაახლოებით 77 მილიონ ნატურალურ კვერცხს. მწარმოებლები იცავენ უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს, დაწყებული მოვლიდან, დამთავრებული დისტრიბუციით.

ქათმის პროდუქტების მწარმოებელ ამერიკის რეგიონში, რომელიც ძირითადად მოიცავს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნახევარმთვარისებრი ფორმის რეგიონს დელავერიდან ტეხასამდე, ბროილერის ჯიშებს კერძო ფერმერები ზრდიან. ისინი მათ ცილებით მდიდარი მარცვლეულით კვებავენ, როგორიცაა ხორბალი და სოიო, რის შედეგადაც ბროილერის ჯიშის ქათმები კლიმატის მაკონტროლებელ ავტომატიზირებულ საქათმეებში 7 კვირაში აღწევენ ბაზრისათვის საჭირო წონას. ფრინველის საშენებში ყოველდღიურად ტარდება დეტალური სანიტარული გასუფთავება. ამერიკელ მწარმოებელთა უმეტესობას გააჩნიათ სრულყოფილი კვლვითი ლაბორატორიები ფრინველის საშენ ტერიტორიაზე და ისინი ასევე მჭიდროდ თანამშრომლობენ თავიანთი შტატის უნივერსიტეტების კვლევით ლაბორატორიებთან. ეს მრავალ ფაბრიკას უმაღლესი სტანდარტების მიღწევის საშუალებას აძლევს, რომლებიც დადგენილია აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.

საქონლის ხორცის წარმოება

მსხვილფეხა რქოვანი საქონლის მოშენება ყველაზე ძლიერადაა განვითარებული ამერიკის სოფლის მეურნეობის დარგებს შორის: მილიონზე მეტი ფერმა და რანჩო ზრდის მსხვილფეხა რქოვან საქონელს, რომელთა საბაზო ჯოგის ზომა 100 მილიონ სულს აღემატება.

საქონლის მწარმოებლები შეგვიძლია დავყოთ სამ ძირითად კატეგორიად: ფერმერები და რანჩოების მეპატრონეები, ანუ ვის ხელშიცაა წარმოების ჯოგი და ისინი, ვინც ზრდის სახორცე და სანაშენე საქონელს;

მენახირეები წარმოადგენენ ოპერატორებს, რომლებსაც ხბოები საძოვრებზე გაჰყავთ საჭირო საწყისი წონის მისაღწევად, სანამ დაიწყებოდეს მათი წონაში მატება;

საყასბოში ჩაბარებამდე, სახორცე საქონლის მომვლელები საქონელს სპეციალიზირებულ ფერმებში ზრდიან.

საქონლის ხორცის წარმოების ნებისმიერი პუნქტის მუშაობა მკაცრად კონტროლდება, რათა უზრუნველყოფილი იქნას საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოება და ხარისხი.

ღორის ხორცის წარმოება

ღორის ხორცის წარმოება წარმოადგენს შეერთებული შტატების ეკონომიკის სასიცოცხლო ნაწილს. ღორის ხორცის ამერიკელი მწარმოებლების წარმატება ემყარება ცხოველების მოშენებისა და გამოკვების მოწინავე ტექნოლოგიებს, რაც შედარებით მჭლე ხორცის წარმოების საშუალებას იძლევა. 50-იან წლებში წარმოებული ღორის ხორცისაგან განსხვავებით, ახლანდელი 50%-ით ნაკლებ ცხიმს შეიცავს. სელექციური სამუშაოებს განვითარების, შეჯვარებული ჯიშების გამოყვანისა და კვების მკაცრად დარეგულირებული ტექნოლოგიის საშუალებით გარეთა ცხიმოვანი ფენის სისქე 40-იანი წლების 7,3სმ მაჩვენებლიდან შემცირდა ამჟამინდეელ 2,8სმ მაჩვენებლამდე. ამერიკული ღორის ხორცის ბაზარი ყველაზე წარმატებულია იაპონიაში, მექსიკაში, კანადასა და კარიბის აუზის ქვეყნებში.

ცხვრის ხორცის წარმოება

შეერთებულ შტატებში ახალგაზრდა და ზრდასული ცხვრის ხორცის წარმოებაში ჩართულია 100000 ადამიანზე მეტი. საწარმოო ფარა შეადგენს დაახლოებით 10 მილიონ სულს, ხოლო ყოველწლიური წარმოება აღემატება 151,36 მილიონ კილოგრამს. ამერიკული ცხვრის ხორცის ყველაზე მეტად განვითარებული ბაზრები კანადასა და მექსიკაშია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს (USDA) ევალება წესებისა და მეთოდების შემუშავება, რომლის შესაბამისადაც მუშაობს შეერთებული შტატების ხორც-პროდუქტების ინდუსტრია. USDA მეთვალყურეობას უწევს ხორცის ხარისხის კონტროლს და ახდენს ხორცის ექპორტთან დაკავშირებული ყველა გადამამუშავებელი საწარმოს შეფასებასა და სერთიფიცირებას.

ფრინველი

ქათმის ხორცი და სუბპროდუქტები
(ქათმები გრილისათვის, ქათმისა და ინდაურის ბარკლები და ფრთები, ქათმისა და ინდაურის ნახევარფაბრიკატები)

საქონლის ხორცი და სუბპროდუქტები
(საქონლის მთლიანი და დაჭრილი ღვიძლი; საქონლის გული, საქონლის ხორცისაგან დამზადებული ნახევარფაბრიკატები)

ღორის ხორცი და სუბპროდუქტები
(ღორის ღვიძლი, ხორცი ”პიკნიკი”, ღორის ხორცისაგან დამზადებული ნახევარფაბრიკატები)

Lamb
(shoulder, rib, loin, leg)

SJS USA, INC.
U.S. Headquarters
311 North Robertson Blvd., Suite 800, Beverly Hills, California 90211 U.S.A.

E-Voice: +1.323.395.0770
E-Fax: +1.323.395.0707