English version Russian version Armenian version Azerbaijan version Georgian version Kazakh version Turkish version Turkmenian version Ukrainian version
კომპანიის შესახებ

SJS USA Inc. წარმოადგენს ამერიკულ კორპორაციას, რომლის შტაბ-ბინა არის ქ. ლოს-ანჟელესში, კალიფორნიის შტატი, აშშ. კორპორაციის მუშაობის ძირითადი მიმართულებაა ფართო ასორტიმენტის კვების პროდუქტების წარმოება და ექსპორტი, როგორც სამრეწველო გადამუშავებისათვის, ასევე საცალო ვაჭრობით გასაყიდად მოსახლეობისათვის. SJS USA, Inc. უკვე 12 წელია სპეციალიზირებულია რუსეთის, ბალტიისპირეთისა და დსთ ქვეყნების ბაზარზე სამრეწველო საქონლის მიწოდებაზე.

ხარისხის კონტროლი, სწრაფი მიწოდებების გარანტია, აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და იმპორტიორი ქვეყნების სამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილებების ზედმიწევნით დაცვა წარმოადგენს კორპორაციის უმთავრეს ამოცანას. კორპორაციის ნებისმიერ საქონელს, იქნება ეს წარმოებისათვის თუ საექსპლუატაციოდ გამიზნული, გააჩნია ვეტერინარული და ფიტოსანიტარული სავალდებულო სერთიფიკატი, ისევე როგორც წარმოშობისა და ხარისხის სერთიფიკატი, რაც ჩვენს პარტნიორებს ტვირთის ვეტერინარული და საბაჟო გაწმენდის დაჩქარების საშუალებას აძლევს. ჩვენი რუსულენოვანი პერსონალი აშშ-ში და ადგილობრივი წარმომადგენლები ყოველთვის მზად არიან მოემსახურონ შემკვეთებს.

SJS USA, Inc. წარმოადგენს საექსპერტო კრედიტების გარანტიების აშშ-ს ფედერალური პროგრამის GSM-102/103 დარეგისტრირებულ მონაწილეს.

SJS USA, Inc. სანკტ-პეტერბურგის პორტის მეშვეობით ყოველთვიურად აწვდის რუსეთს, ხოლო ფოთის პორტის მეშვეობით ყოველ კვარტალში აწვდის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს მისი ძირითადი წარმოების ღრმად გაყინულ პროდუქტს, რომელშიც შედის შემდეგი სამრეწველო საქონელი:

ქათმის ხორცი და სუბპროდუქტები
(ქათმები გრილისათვის, ქათმისა და ინდაურის ბარკლები და ფრთები, ქათმისა და ინდაურის ნახევარფაბრიკატები)

საქონლის ხორცი და სუბპროდუქტები
(საქონლის მთლიანი და დაჭრილი ღვიძლი; საქონლის გული, საქონლის ხორცისაგან დამზადებული ნახევარფაბრიკატები)

ღორის ხორცი და სუბპროდუქტები
(ღორის ღვიძლი, ხორცი ”პიკნიკი”, ღორის ხორცისაგან დამზადებული ნახევარფაბრიკატები)

ხორცის ნაწარმი
(სოსისი, ძეხვი, სარდელი, ლორი და ა.შ.)

სამრეწველო გადამუშავებისათვის გამიზნული ხორცის პროდუქტები
(მექანიკურად დაკლული ფრინველის ხორცი, ქათმის ღვიძლი, ფრინველის შიგნეული, კარკასი და ა.შ.)

თევზი და ზღვის პროდუქტები
(ქაშაყი, ორაგული, ხეკი, სკუმბრია, სტავრიდა, ვირთევზა და ა.შ.)

ჩვენი კლიენტების ინდივიდუალური შეკვეთების შესაბამისად ასევე ვამზადებთ სამრეწველო საქონლის სხვა ჯგუფებს, რომლებშიც შედის:
კვერცხი, ყველ-პროდუქტები, ნაღებისა და მცენარეული კარაქი, შაქრის ფხვნილი.

SJS USA, Inc. უზრუნველყოფს ფართო ასორტიმენტისა და მაღალი ხარისხის საქონელს, ბაზრისა და ფასების კონკურენტუნარიანობის გათვლას, საქონლის საიმედო და დროულ მიწოდებას.

ფრინველი

ქათმის ხორცი და სუბპროდუქტები
(ქათმები გრილისათვის, ქათმისა და ინდაურის ბარკლები და ფრთები, ქათმისა და ინდაურის ნახევარფაბრიკატები)

საქონლის ხორცი და სუბპროდუქტები
(საქონლის მთლიანი და დაჭრილი ღვიძლი; საქონლის გული, საქონლის ხორცისაგან დამზადებული ნახევარფაბრიკატები)

ღორის ხორცი და სუბპროდუქტები
(ღორის ღვიძლი, ხორცი ”პიკნიკი”, ღორის ხორცისაგან დამზადებული ნახევარფაბრიკატები)

ხორცის ნაწარმი
(სოსისი, ძეხვი, სარდელი, ლორი და ა.შ.)

სამრეწველო გადამუშავებისათვის გამიზნული ხორცის პროდუქტები
(მექანიკურად დაკლული ფრინველის ხორცი, ქათმის ღვიძლი, ფრინველის შიგნეული, კარკასი და ა.შ.)

თევზი და ზღვის პროდუქტები
(ქაშაყი, ორაგული, ხეკი, სკუმბრია, სტავრიდა, ვირთევზა და ა.შ.)

SJS USA, INC.
U.S. Headquarters
311 North Robertson Blvd., Suite 800, Beverly Hills, California 90211 U.S.A.

E-Voice: +1.323.395.0770
E-Fax: +1.323.395.0707